მთელი ბიზნესი ერთ ფანჯარაში — სალაროდან ბუღალტერიამდე
FullMarket საცალო ვაჭრობისა და საკონდიტრო წარმოებისთვის შექმნილი აღრიცხვის სისტემაა: გაყიდვები, მარაგები FIFO-თვითღირებულებით, რეცეპტურები, ინვენტარიზაცია, ორმაგი ჩაწერის ბუღალტერია და ზედნადებები — ტელეფონიდანაც.
შესვლა
ფირმის კოდი — პირდაპირ კაბინეტში
ერთი პროგრამა — ცალკეული მოდულების წვალება აღარ გჭირდება
ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული: გაყიდვა ნაშთს აკლებს, ნაშთი თვითღირებულებას ითვლის, ბუღალტერია თავისით ივსება.
გაყიდვა და სალარო
სწრაფი ჩეკები, გაყოფილი გადახდები, ფასდაკლებები, სალაროს ცვლის კონტროლი.
მარაგები FIFO-თი
ნაშთი ყოველთვის რეალურ თვითღირებულებას აჩვენებს — პარტიების მიხედვით, ობიექტების ჭრილში.
წარმოება და რეცეპტურები
რეცეპტები, ნახევარფაბრიკატები, წარმოების გეგმა გაყიდვების ისტორიით, შესყიდვის შეკვეთები.
ბუღალტერია თავისით
ორმაგი ჩაწერა ავტომატურად: ყოველი ოპერაცია გატარებულია, დებეტი ყოველთვის უდრის კრედიტს.
RS ინტეგრაცია
ზედნადებები, ს/ფაქტურები და დღგ პირდაპირ პროგრამიდან — ხელით გადაბეჭდვის გარეშე.
კაბინეტი ტელეფონში
დღის ვაჭრობა, ნაშთები, ტოპ-პროდუქტები და განგაშები — ბრაუზერშივე, ნებისმიერი ადგილიდან.
როგორ დაიწყო
დანერგვას ჩვენ ვაკეთებთ — შენ მუშაობას იწყებ.
დაგვიკავშირდი
მოგვიყევი შენი ბიზნესის შესახებ — მაღაზიაა, საკონდიტროა თუ ორივე ერთად.
ვაწყობთ შენს ბაზას
პროდუქტები, ობიექტები, მომხმარებლები და RS-წვდომა — ყველაფერს ჩვენ ვამზადებთ.
იწყებ მუშაობას
პროგრამა კომპიუტერზე, კაბინეტი ტელეფონზე — პირველივე დღიდან.
ჩამოტვირთე FullMarket
Windows-ისთვის. დაყენების შემდეგ პროგრამა ფირმის კოდით გააქტიურდება — მონაცემები შენს კომპიუტერზე რჩება.
🖥 რა კომპიუტერი გჭირდება
მთავარი კომპიუტერი (ბაზა აქ ცხოვრობს — სასურველია მუდმივად ჩართული):
- რეკომენდებული: Windows 10 ან 11 (64-bit) · 4+ გბ ოპერატიული · 10 გბ თავისუფალი ადგილი (სასურველია SSD)
- ძველი კომპიც გამოდგება: Windows 7 SP1+ (32-bit) · 2+ გბ ოპერატიული — პროგრამა SQL-ის შესაბამის ვერსიას თვითონ შეარჩევს
- ინტერნეტი — აქტივაციისა და პირველი დაყენებისთვის აუცილებელია
მაღაზიის/სალაროს კომპიუტერი (ბაზას ქსელით უერთდება — ბევრად მსუბუქია):
- იმავე ქსელში (ერთ ოფისში): Windows 7+ · 2 გბ ოპერატიული საკმარისია — SQL აქ არ დგება
- დაშორებული ობიექტისთვის (სხვა მისამართზე): Windows 10 ან ახალი — დაცული ქსელი (Tailscale) ძველ ვინდოუსზე ვერ დგება
📖 დაყენების ინსტრუქცია — 6 ნაბიჯი 🎬 ვიდეო-ინსტრუქციები
არ იცი რომელი გჭირდება? კომპიუტერზე: Параметры → Система → О системе → „Тип системы". ძველ სალარო კომპიუტერებზე ხშირად 32-bit დგას.
შედი შენი ფირმის კაბინეტში
შეიყვანე ფირმის საიდენტიფიკაციო კოდი, შემდეგ — შენი მომხმარებელი და პაროლი. იგივე მომხმარებლები, რაც პროგრამაში გაქვს.
შესვლა
ფირმის კოდი — პირდაპირ კაბინეტში