FMFullMarket ← მთავარზე

როგორ დავაყენო FullMarket

6 ნაბიჯი — რეგისტრაციიდან პირველ გაყიდვამდე. სულ ~15 წუთი.

▶ სწრაფი დემო 1 / 6
1

📝 დარეგისტრირდი საიტზე

მთავარ გვერდზე აირჩიე „რეგისტრაცია", შეიყვანე ფირმის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, ელფოსტა და ტელეფონი. ელფოსტაზე მოვა 6-ნიშნა კოდი — ჩაწერე საიტზე. მონაცემები შემოსავლების სამსახურში მოწმდება, ამიტომ ს/კ და დასახელება ზუსტად ისე ჩაწერე, როგორც RS-შია.

myfullmarket.ge
შპს თქვენი ფირმა
404XXXXXX
📩 კოდი: 4 8 2 9 1 5
დადასტურება ✓
2

✉️ დაელოდე ჩართვას

ჩვენი გუნდი მოთხოვნას ამოწმებს (ჩვეულებრივ იმავე დღეს) და ელფოსტაზე მოგივა წერილი აქტივაციის კოდით და ჩამოტვირთვის ბმულებით. ეს კოდი შეინახე — მე-5 ნაბიჯზე დაგჭირდება.

📧 FullMarket
🎉 თქვენი ფირმა ჩართულია
A1B2-C3D4-E5F6
3

⬇️ ჩამოტვირთე პროგრამა

წერილის ბმულით (ან საიტის „ჩამოტვირთვა" განყოფილებიდან) აიღე შენი Windows-ის ვერსია — 64-bit თანამედროვე კომპებისთვის, 32-bit ძველი სალარო კომპიუტერებისთვის. ჩამოტვირთული ZIP ამოაარქივე მოსახერხებელ ადგილას, მაგ. C:\FullMarket.

ჩამოტვირთვა
💻 Windows 64-bit ⬇
📁 C:\FullMarket
4

💿 გაუშვი INSTALL.bat

ამოარქივებულ საქაღალდეში იპოვე INSTALL.bat → მარჯვენა ღილაკი → „Запуск от имени администратора". თუ კომპზე SQL Server არ დგას, თვითონ ჩამოტვირთავს და დააყენებს (5-10 წუთი, ერთჯერადად). ბოლოს პროგრამა თავისით გაეშვება.

cmd
SQL Server ვერ მოიძებნა — ვაყენებ…
✓ SQL Server მზადაა
გაშვება…
💾 ბაზის ზომა. ბატი უფასო SQL Server Express-ს აყენებს — მას ერთ ბაზაზე 10 GB-იანი ლიმიტი აქვს. საშუალო მაღაზიას (დღეში ~200 ჩეკამდე) ეს 15–30 წელი ეყოფა, დიდ ობიექტს (დღეში 500+ ჩეკი, წარმოებით) — 5–7 წელი. ლიმიტთან მიახლოებისას SQL Server-ის ფასიან ვერსიაზე (Standard) გადასვლაა საჭირო — ბაზა და მონაცემები იგივე რჩება.
5

🧙 აქტივაცია

პირველ გაშვებაზე ამოვა ფანჯარა. აირჩიე რომელი კომპიუტერია:

🏠 მთავარიჩაწერე ს/კ + აქტივაციის კოდი → ბაზა შეიქმნება და ეკრანზე გაჩვენებს admin-ის პაროლს და მაღაზიის კომპების მონაცემებს — აუცილებლად გადაიწერე!
🏪 მაღაზიისჩაწერე მთავარი კომპის მისამართი და fmuser-ის მონაცემები (მთავარი კომპის ეკრანიდან) — მიება იმავე ბაზას. ეს ერთი მისამართის კომპებზეა (მაგ. რამდენიმე სალარო ერთ მაღაზიაში). სხვა მისამართზე მდგომი ობიექტისთვის მოგვწერე — დაშორებულ კავშირს უფასოდ გაგიმართავთ.
ფირმის აქტივაცია
ს/კ: 404XXXXXX
კოდი: A1B2-C3D4-E5F6
🚀 აქტივაცია
6

🔑 შედი და იმუშავე

შესვლა: მომხმარებელი admin, პაროლი — რომელიც აქტივაციამ გაჩვენა. პირველ რიგში: შეცვალე პაროლი (მომხმარებლები), შეიყვანე პროდუქტები და გაუშვი პირველი გაყიდვა. 🎉

FULLMarket — შესვლა
admin
••••••••
შესვლა
💬 გაიჭედე? მოგვწერე info@myfullmarket.ge-ზე ან დაგვირეკე — დაყენებაში უფასოდ დაგეხმარებით.